სამუშია სამტრედიაში დაბრუნდა

24 წლის შემტევი ნაცნობ გუნდს მიუბრუნდა

გურამ სამუშია კარიერას სამტრედიაში გააგრძელებს. 24 წლის შემტევი ბოლოს გორის დილაში თამაშობდა, ცნობილი იყო, რომ გურამმა გუნდი დატოვა და როგორც თავად ფეხბურთელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ამიერიდან სწორედ კახი კაჭარავას გუნდისთვის გაირჯება.

 

შეგახსენებთ, რომ იმერული გუნდის ღირსებას იგი 2017 წელსაც იცავდა და 32 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. როგორც უკვე მოგახსენეთ წინა სეზონში იგი გორის დილას ფეხბურთელი იყო. შიდა ქართლელთა მაისურით სამუშიამ 11 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

 

აქვე უნდა ითქვას, რომ კახი კაჭარავა ფეხბურთელს კარგად იცნობს და მასთან ადრეც უმუშავია. სამუშია 19 წლამდე ნაკრებში ერთი ხანობა სწორედ კაჭარავას ხელმძღვანელობით თამაშობდა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.