მწვანე მილი

ბოსტონ სელტიქსს აკლია სტაბილურობა. ეს სტაბილურობა ფლეი ოფში აუცილებელი იქნება. ან - სელტიქსს ის დააგდებენ.

და, ბოსტონი მოუმატებს. უნდა მოუმატოს. ბოსტონს ჰყავს ლიგის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი წყვილი.

შედეგიანი და, ერთ-ერთი საუკეთესო.

ჯეისონ ტეიტუმი და ჯეილენ ბრაუნი.

ბიჭები კლავენ. ბიჭები ასრულებენ და ბიჭები ბოსტონს იმედს აძლევენ.

პლიუს, სელტიქსის წყვილი ყველაზე შედეგიანია. ლიგაში. ყველაზე შედეგიან წყვილებში.

ჩამოვყაროთ.

 

5. ბრედლი ბილი და რასელ უესთბრუქი (ვაშინგტონი) – 2 419 ქულა.

4. ნიკოლა იოკიჩი და ჯამალ მარი (დენვერი) – 2 448.

3. სტეფ კარი და ენდრიუ უიგინსი (გოლდენ სტეიტი) – 2 487.

2. ბრენდონ ინგრემი და ზაიონ უილიამსონი (ნიუ ორლეანზი) – 2 543.

საუკეთესო - ჯეისონ ტეიტუმი/ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონი) – 2 588.

 

ჯეისონ ტეიტუმი საშუალოდ 25.6 ქულას იღებს. სერიული მკვლელი.

ჯეილენ ბრაუნიც იქვეა - 24.6.

ფლეი ოფში ბიჭებმა უნდა მოუმატონ.

ან - ბოსტონი ისტორია იქნება. ისტორია, რომელსაც გადაშლიან.