სტეფი კობის უჯოკრავს

ზედიზედ 11 ჩეხვა 30+ ქულით.

სტეფ კარიმ კობი ბრაიანტის შედეგი გააუმჯობესა. ამ დღეებში სტეფზე ხშირად გესაუბრებით. არ დაიღალოთ რა... სტეფი ამას იმსახურებს. სტეფი დიდია.

სტეფმა დამარხა ფილადელფია. ფილადელფიაში. და, ფილადელფია აღმოსავლეთის ლიდერია. სტეფმა ამას ყურადღება არ მიაქცია. სტეფმა სიქსერზი ელეგანტურად გადახერხა.

გოლდენ სტეიტმა 107:96 დასვა.

 

49 ქულა!

10 ზუსტი სამიანი!!

 

ზედიზედ მეთერთმეტე ტესტი 30+ ქულით. და, კარი, რომელიც 33 წლის გახდა, კობის რეკორდს ამტვრევს. კობის რეკორდი ისტორიაა. კობის რეკორდი პატარა ელფმა წაიღო. რეკორდი 33+ წლის მოთამაშეებისთვის.

კარი რეგულარულის ორგზის MVP არის. აქვს შანსი, რომ ჯეკპოტი მესამედ მოხსნას. ეს შანსი რეალურია. კარი ფინიშზე ჯოელ ემბიდს (ამ ტესტში 28 ქულა, 13 მოხსნა, 8 პასი) და ნიკოლა იოკიჩს შეასკდება.

და, სტეფი საშუალოდ აღებული ქულებით ბრედლი ბილს გაესაუბრება. კარი მაგარი დაკავებული ტიპი იქნება. უკვე არის.

სტეფმა ფილადელფიასთან 28 სროლიდან 14 გამოიყენა. სტეფმა მთელი ფილადელფია გამოიყენა. პლიუს, იქვე 5 პასი, 3 მოხსნა. იყო 6 შეცდომაც, მაგრამ დედას გაფიცებთ, ეს ვინმეს ახსოვს?!

მთელი ეს კოქტეილი მისტერ კარიმ 37 წუთში დააჯინა.

 პლიუს, კარიმ კიდევ ერთი რეკორდი მიამტვრია.

აპრილში კარიმ მეხუთედ აკრიფა 40+ ქულა. და, კობი ბრაიანტის და მაიკლ ჯორდანის შედეგი დამარხა, ააფერფლა. სტეფს 33+ წლის მოთამაშეებში ყველაზე მეტი 40+ ქულიანი გარჩევა აქვს. ერთ თვეში.

სტეფი ისტორიაა.

და, ეს ისტორია დარჩება.

კარი და ლებრონ ჯეიმსი ერთ გუნდში გაასწორებდა...