სანაძის საუკეთესო მატჩი

65 ქულა 3 დაპირისპირებაში

 საქართველოს ნაკრების მსროლლმა “რადომში” გადასვლის შემდეგ მესამე მატჩი გამართა და საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. პოლონური ლიგის მოწინავე სამეულში მყოფ “გდინისთან” გასვლით მატჩში სანაძემ 24 ქულა ჩააგდო და თავის გუნდში საუკეთესოც იყო, თუმცა მხოლოდ მისი გარჯა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. “გდინიამ” შეხვედრა 100:73 მოიგო.

 

სანაძე სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 31 წუთი გაატარა. 17 ტურის შემდეგ “რადომს” 5 გამარჯვება აქვს და 16-გუნდიან უმაღლეს ლიგაში მე-12 ადგილზეა. შემდეგ მატჩს სანაძის გუნდი 2 თებერვალს, შინ შჟეჩინის “კინგთან” გამართავს. 

 

შეგახსენებთ, რომ სანაძეს პოლონეთის ლიგაში გამართულ 3 მატჩში 65 ქულა აქვს ჩაგდებული.

 





მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.