დინამომ ჩემპიონთა ლიგაში იადრანს მოუგო

თბილისის დინამომ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-8 ტურის მატჩი გამართა, ჩვენმა გუნდმა ბუდაპეშტში მონტენეგროს წარმომადგენელი იარდანი დაამარცხა.

 

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გახლდათ, ეს ანგარიშიდანაც ჩანს. დეიან სტენოევიჩის გუნდმა 3 მეოთხედი მოიგო და მხოლოდ ბოლო პერიოდი დათმო. დინამოელთა მხრიდან გოლები ბორის ვაპენსკიმ (2), რეზი იმნაიშვილმა (2), გიორგი მაგრაქველიძემ (2), დუშან ვასიჩმა (2), ანდრია ბითაძემ (2), ვალიკო დადვანმა და მარკო იელაჩამ (2) გაიტანეს. 

 

თბილისის დინამო B ჯგუფში 6 ქულით მე-7 ადგილზეა. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას ხვალ გერმანული ჰანოვერის წინააღმდეგ ჩაატარებს.