კენჭაძემ და ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვეს

კენჭაძემ და ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვეს

 

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ნიკა კენჭაძემ (79 კგ) აშკარა უპირატესობით 12-0 მოუგო სომეხ ავაგიანს და ბრინჯაოს დაეუფლა.

 

ელიზბარ ოდიკაძემ კი, 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში აზერბაიჯანელ ზუბაიროვს სუფთად მოუგო.

 

ხვალ, სანდრო ამინაშვილი (86 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს. ბექა ლომთაძე (61 კგ) კი,  ბრინჯაოს მედლისათვის იბრძოლებს.

 

Возможно, это изображение (2 человека, люди стоят и в помещении)