დინამომ ჰანოვერთან ბრძოლაში წააგო

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-9 ტურში, თბილისის დინამო გერმანულ ვასკო ჰანოვერს დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა და გერმანელთა სასარგებლოდ 7:6 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მეტოქემ ბოლო ქულა ბოლო წუთზე აიღო. 

 

დეიან სტანოევიჩის გუნდი მოგების შემთხვევაში საუკეთესო 8 გუნდში მოსახვედრად დიდ ნაბიჯს გადადგამდა, თუმცა როგორც გითხარით დინამო დამარცხდა. თბილისელთა მხრიდან გოლები იოვან სარიჩმა (3), ბორის ვაპენსკიმ და გიორგი მაგრაქველიძემ (2) გაიტანეს. ჩვენები განსაკუთრებით კარგები მესამე მეოთხედში იყვნენ, თუმცა მეოთხე პერიოდი აშკარად დათმეს, რის შედეგადაც გამარჯვება ვასკო ჰანოვერს დარჩა. 

 

თბილისის დინამო B ჯგუფში 6 ქულით  მე-5 ადგილზეა და მხოლოდ მენტენეგროს იარდანს უსწრებს. დეიან სტანოევიჩის გუნდი მომდევნო შეხვედრას ხვალ მასპინძელი ფერენცვაროშის წინააღმდეგ გამართავს.