თავისუფლების ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ვარშავადან

პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატზე  საქართველოოს ნაკრების ყულაბას დღეს ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი დაემატა.

 

86 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში სანდრო ამინაშვილი ფინალში რუს არტურ ნაიფონოვთან 0:8 დამარცხა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

ბექა ლომთაძემ კი, 61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში აზერბაიჯანელ ახმედნაბი გვარზატილოვს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა მოუგო - 9:7.

 

ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა 125 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი, რომელმაც დენის ჰარმიანკოუ 12:9 დაამარცხა.