ტედი რინერი მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებს

საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციის ტერქნიკურმა დირექტორმა ლარბი ბენბუდომ დაასახელა შემადგენლობა, რომელიც ბუდაპეშტში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

 

 

 

სასიამოვნოა, საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ლეგენდარული ტედი რინერის ხილვა, რომელიც შეეცდება კარიერაში მე-11 მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს.

 

60 კგ წონით კატეგორიაში ფრანგებმა არჩევანი ქართველ „მამლუქ“ ლუკა მხეიძეზე გააკეთეს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები უკეთესი შედეგის ფონზე კონკურენცია მოუგო ვალიდ ხიარს.

 

81 კგ კატეგორიაში „ლე ბლეს“ პრბლემები აქვს - ჯერჯერობით არც ნიკოლას ჩილარდს და არც ომარ ჯალოს ოლიმპიადის ლიცენზია არ აქვს მოპოვებული, ამიტომ ბუდაპეშტში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ორივე იჭიდავებს და სწორედ იქ გაიკრვევა ტოკიოში წამსვლელი ჯუდოკა.

 

 

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე (კაცები)

 

60 კგ ლუკა მხეიძე

 

66 კგ კილიან ლე ბლუშ

 

73 კგ გილომ ჩაინი

 

81 კგ ნიკოლას ჩილარდი, ომარ ჯალო

 

90 კგ აქსელ კლერჯე

 

100 კგ ალექსანდრ იდირი

 

+100 ტედი რინერი

 

 

 

ქალთა ნაკრებში გასარკვევი რჩებოდა ერთი ფაქტი - 70 კგ წონით კატეგორიაში ვინ დაიცავდა საფრანგეთის ნაკრების ღირსებას მსოფლიო ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებზე. ლარბი  ბენბუდოს გადაწყვეტილებით, ოლიმპიადაზე მარგო პინო გაემგზავრება, ხოლო უნგრეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ევა მარიე გაიე.

 

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე (ქალები)

 

48 კგ შირინ ბუკლი

 

52 კგ ასტრიდ ნეტო

 

57 კგ ჰელენ რესევუ

 

63 კგ კლარის აგბენენუ

 

70 კგ  ევა მარიე გაიე

 

78 კგ მადელინ მალონგა

 

+78 კგ ჯულია ტოლოფუა, ლეა ფონტენი