ვარიანტები... სად გადადიოდნენ რუბინის ლიდერები?

ყველას აინტერესებს, სად გააგრძელებს კარიერას ხვიჩა კვარაცხელია. ამ სტატიაში სავარაუდო გუნდებს არ დავწერთ, რადგან ამ მომენტისთვის ახალი ვარიანტი არაა. მოდით, გადავხედოთ, სად გადადიოდნენ რუბინის წამყვანი უცხოელი ფეხბურთელები... აქ გამორჩეულ ტრანსფერებს დავწერთ და არა როსტოვში თუ ლუჩ-ენერგიაში წასვლა-მოსვლებს.

 

კრისტიან ანსალდი. 2013 წელს ზენიტში 6 მილიონ ევროდ გაიყიდა, მერე კი ატლეტიკოსა და ინტერშიც ითამაშა. რუბინში იყო 5 წელი. ყაზანელებმა ლეო მესის მშობლიური კლუბიდან, ნიუელს ოლდ ბოიზიდან იყიდეს.

 

ალეხანდრო დომინგესი. 2009 წელს ვალენსიაში გადავიდა. ასეთი ვალენსია კი არ იყო... დავიდ ვილია, დავიდ სილვა და ხუან მატა თამაშობდნენ.

 

მორიც ბაუერი. 2018 წელს სტოკ სიტიში გადავიდა.

 

ობაფემი მარტინსი. 2011 წელს ბირმინგემში გაანათხოვრეს.

 

ჰასან კაბზე. 2012 წელს ფრანგულ მონპელიეში გაყიდეს.

 

სერდარ აზმუნი. 2019 წელს ზენიტში... აზმუნი ბოლო წლებში რუსულ პრემიერლიგაში ერთ-ერთი კლასიანი ფეხბურთელია.

 

იან მვილა. ჯერ ინტერში, მერე კი სანდერლენდში გაანათხოვრეს. რუბინში 5 წელი იყო. მათი ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერია ისტორიაში. წარმოიდგინეთ, საფრანგეთის ნაკრების მოქმედი ნახევარმცველი იყიდეს რენიდან...

 

ნელსონ ვალდესი. 2012 წელს ვალენსიაში გაანათხოვრეს. ვალდესს უკვე რეგრესი ჰქონდა.

 

სალვადორე ბოკეტი. ერთი წელი იყო რუბინში და 2013 წელს მოსკოვის სპარტაკმა იყიდა.

 

ქართველებს რაც შეეხებათ, კვარაცხელიას გარდა, რუბინში 11 ქართველს აქვს ნათამაშევი და მათგან არცერთი არ გადასულა რუბინიდან უკეთეს კლუბში, თუმცა გარემოებებიც სხვა იყო. მაგალითად, გიორგი ქინქლაძემ იქ დაასრულა კარიერა. სხვებიც, ხვიჩასნაირად ვერ თამაშობდნენ.