ნეიმარზე გადაწყდა

ბრაზილიელი მეგავარსკვლავი ტრავმირებულია და ამ დრომდე უცნობი იყო შეძლებდა თუ არა იგი მანჩესტერთან თამაშს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიმარი მანჩესტერთან ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ The Mirror-ში ვკითხულობთ. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საფრანგეთის თასზე სტრასბურგის წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ტრავმა მიიღო და სწორედ ამის გამო დააკლდება იგი გუნდს.

 

რაც შეეხება პსჟ-სა და მანჩესტერის დაპირისპირებას, ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი 12 თებერვალს ოლდ ტრაფორდზე გაიმართება, განმეორებით შეხვედრა კი 7 მარტს სტად დე ფრანსზე.

 

მიმდინარე სეზონში ნეიმარი საკმაოდ კარგ ფორმაშია. აგვისტოდან მოყოლებული მან 23 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.