დინამომ ჩემპიონთა ლიგა მარცხით დაასრულა

თბილისის დინამომ წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-10 ტურის მატჩი გამართა. დეიან სტანოევიჩის გუნდი მოქმედ ჩემპიონს და ტურნირის მასპინძელ ფერენცვაროშს შეხვდა და 11:15 დამარცხდა. 

 

მატჩმა მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა. ფერენცვაროში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ეს გასაკვირი არც უნდა იყოს. დღევანდელ შეხვედრაში განსაკუთრებით საინტერესო ბოლო მეოთხედი გამოდგა, როცა გუნდებმა 4-4 გოლი გაიტანეს. 

 

ქართველებიდან გოლები იოვან სარიჩმა (2), ბორის ვაპენსკიმ (2), გიორგი მაგრაქველიძემ (2), ვალიკო დადვანმა, ანდრია ბითაძემ (2), მარკო იელაჩამ და გიორგი მესხმა გაიტანეს. 

 

თბილისის დინამომ ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში 6 ქულა დააგროვა და ბოლო მე-6 ადგილზე გავიდა. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ჩვენი ბიჭები ღირსეულად გამოვიდნენ და დიდი გამოცდილება მიიღეს.