ეგვიპტეში ძიუდოს რევოლუცია დაიწყო

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ეგვიპტეს სერიოზული ჩავარდნა აქვს მსოფლიო ძიუდოში - არ მოუგია არცერთი სინჯის მედალი არც მოსფლიოს ჩემპიონატზე და არც ოლიმპიადაზე. ამ მომენტისთვის ეგვიპტეს ერთადერთი ელიტარული ჯუდოკა ყავს - რამადან დარვიში.

 

ეგვიპტის ძიუდოს ფედერაციაში რევოლუციური ცვლილებები მიმდინარეობს - ნაკრების ახალ კოორდინატორად ქართველი გიორგი გვიჩიანი დაინიშნა.

 

გიორგი 2008 წელს საცხოვრებლად ნიდერლანდებში გადავიდა და სწორედ ამ ქვეყნის სახელით გამოდიოდა ტატამზე. გვიჩანმა სამწვრთნელო კარიერაც ევროპაში  დაიწყო, თუმცა მალევე შემოთავაზება მიიღო საქართველოს ძიუდის ფედერაციიდან და სამშობლოში სამუშაოდ დაბრუნდა. გიორგიმ ქალთა ნაკრები ჩაიბარა და მისი დიდი დამსახურებაა ესტერ სტამის წარმატებული კარიერა(საქართველოს სახელით მოჭიდავე ნიდერლანდელი ჯუდოკა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოგვიტანა 2016 წელს).

 

ეგვიპტური ძიუდოს ხსენებისას ყველას მძიმეწონოსნები გვახსენდება, ისეთები როგორებიც იყვნენ ისლამ ელ შეჰაბი, ბასელ ელ გარბავი, მოჰამაედ ალი რაშვანი და ჰიშამ მესბაჰი.

 

ეგვიპტის ახლანდელი ძიუდოს ნაკრები ნამდვილად გადახალისებას საჭიროებს, ტალანტები კი „ფარაონთა“ ქვეყანაში ყოველთვის იზრდებიან, უბრალოდ მათი დროულად პოვნაა საჭირო.

 

რამადან დარვიშთან ერთად ნაკრების წამყვანი ძიუდოისტები არიან აფრიკის ჩემპიონი ჰატემ აბდ ელ აჰერი, მოჰამედ აბდელაალი, მოჰამედ მოჰეილდინი და მოჰამედ აბდელმაგვუდი. გასულ თვეში თბილისის გრანდ სლემი ეგვიპტელმა შადი ელ ნაჰასმა მოიგო, რომელიც კანადის სახელით ასპარეზობს.

 

გიორგი გვიჩანი კორდინირებას გაუწევს ეგვიპტის როგორც მამაკაცთა ასევე ქალთა ნაკრებს. ქართველ სპეციალისტს ასისტენტად გამოცდილი, ტოპ კლასის ფრანგი  მწვრთნელი დარსელ იანდიზი ეყოლება.