რონდოს ეფექტი

კლიპერსმა ჯეკპოტი მოხსნა.

რაჟონ რონდომ დაგლიჯა. და, კლიპერსი ჩემპიონობის რეალურ ფავორიტებში დაბრუნდა. იდეაში, ამ სიაში მხოლოდ ერთი გუნდი იყო. ლეიკერსი.

უკვე - 2. კლიპერსიც ამ ლიგაშია. გამორჩეული ჯენტლმენების ლიგაში.

რონდოს არ აქვს საშუალოდ ორმაგი დუბლი პასებით. ვეტერანი საშუალოდ მხოლოდ 6.7 ქულას და 5.2 პასს აგროვებს. რესპექტაბელური, მაგრამ ჩვეულებრივი მაჩვენებლები. უბრალოდ, რონდოსთან ერთად სხვები უკეთ ასრულებენ საშინაო დავალებას.

და, ეს არის ის, რაც რონდოს ახალი გუნდისთვის უნდა მიეცა. მისცა. რაჟონი ძალიან კარგია. რონდო დასავლეთის კონფერენციაში ყველაზე სოლიდური სვლა იყო.

 

3 მატჩში რონდომ 10 და მეტი ქულა აკრიფა.

 

5 მატჩში რონდომ 5 და მეტი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

და, კლიპერსი იგებს. კავაი ლეონარდი არ თამაშობს და კლიპერსი იგებს.

სასტარტოს რამდენიმე წევრს მიკროტრავმა აქვს და კლიპერსი იგებს.

სერჟ იბაკა არ თამაშობს და კლიპერსი იგებს.  

მწვრთნელები ასვენებენ ბიჭებს და კლიპერსი იგებს. იმიტომ, რომ რონდო თამაშობს და რონდომ შეცვალა გუნდი.

რონდო უკეთესია აქ, ვიდრე - ატლანტაში. რონდო ასვენებს კავაის, რომელიც აღარ არის პირველი ნომერი გუნდში, სადაც რონდომდე საერთოდ არ იყო ნომინალური პირველი ნომერი. რონდო აგდებს, რონდო ალაგებს შეტევას, რონდო იღლება დაცვაში.

კლიპერსი, რომელიც უხერხემლო ფავორიტად ითვლებოდა, რონდოსთან ერთად მაგრად შეაწუხებს ლეიკერსს. რომელსაც პირველ წრეში დენვერის კედელი აქვს დასანგრევი.