უბრალო ხვიჩა!.. ვფიქრობდი, რომ მამაჩემი მესიზე და რონალდუზე უკეთ თამაშობდა

„ბავშვობიდან მადრიდის რეალს ვქომაგობ. თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე უფრო ვოცნებობ, ვიდრე რომელიმე კონკრეტულ კლუბში გადასვლაზე“ - ეს მცირე ნაწილია ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუდან. რუსულმა business-gazeta-მ ვრცელი ინტერვიუ შემოგვთავაზა ხვიჩასთან.

 

შემოკლებით გთავაზობთ 20 წლის ქართველთან საინტერესო კითხვა-პასუხებს:

 

რონალდუ თუ მესი?

 

რონალდუ. მესი პირველია, ძალიან ლამაზად თამაშობს. შუძლებელია, არ მოგწონდეს, რასაც აკეთებს. თუმცა რონალდუ პირველია, როგორც სპორტსმენი. ვფიქრობ, მათი შედარება არაკორექტულია, რადგან ორივე უმაღლეს დონეზეა, ოღონდ სხვადასხვანაირად. მე კრიშტიანუს ვირჩევ.

 

მესამე?

 

იყო ნეიმარი, ახლა კი მბაპეა. ვფიქრობ, მბაპე მალე დაიწყებს ოქროს ბურთის მოგებებს.

 

მამაზე, ბადრი კვარაცხელიაზე მოგვიყევით. ბავშვობაში გაძaლებდათ ვარჯიშს?

 

არასოდეს არ დაუძალებია ვარჯიში. ყოველთვის ჩემი სურვილი იყო. მამას ბევრი გოლი გაჰქონდა, აზერბაიჯანის ჩემპიონატში და ნაკრებშიც თამაშობდა. მისი კარიერა ცოცხლად არ მახსოვს, რადგან პატარა ვიყავი, თუმცა ჩანაწერები გვაქვს და ვუყურებდი. სულ მეუბნებოდნენ, რომ მესი და რონალდუ საუკეთესოები იყვნენ, მე კი ბავშვობაში ვფიქრობდი, რომ მამაჩემი მათზე უკეთ თამაშობდა.

 

 

როგორ უყურებს ხვიჩას თაობა რუსეთთან ურთიერთობის საკითხს?

 

ეს პოლიტიკური კითხვაა და კომენტარს არ გავაკეთებ.

 

ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი საქართველოში?

 

კახა კალაძე. ძალიან ძლიერი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. შემტევი ფეხბურთელებიდან გიორგი ქინქლაძე, რომელსაც მესის მსგავსი ტალანტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ვფიქრობ, ოქროს ბურთის მოგება შეეძლო. მესამის დასახელება რთულია: ძმები არველაძეები, თემურ ქეცბაია... ყველას ვერ ჩამოვთვლი. მე ყველაზე მეტად ქინქლაძე მომწონდა. მისი თამაშის ჩანაწერები ხშირად მინახავს. სასწაული ტალანტი! მას ვიცნობ და ერთმანეთთან კავშირიც გვაქვს. ქინქლაძის თაობის ფეხბურთელები სულ მიმეორებენ, რომ პროფესიონალი უნდა ვიყო და ფეხბურთისთვის ყველაფერი გავაკეთო.

 

ლეონიდ სლუცკი რუსეთის ნაკრების მწვრთნელი რომ გახდეს და რუსეთის სახელით თამაში შემოგთავაზოთ?

 

 ქართველი ვარ და ნებისმიერ შემთხვევაში სამშობლოს სახელით ვითამაშებ. დიახ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ნაკლებია, მაგრამ ეს ჩემი ქვეყანაა. რაიან გიგზი დიდ სანაკრებო ტურნირებზე არ გასულა, მერე მოვიდა გარეთ ბეილი და გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. ყველას თავისი გზა აქვს.