ნიუ იორკ, მიყვარხარ (I ნაწილი)

და, ნიქსმა ეს დაიმსახურა. სეზონი, რომელშიც ლიგამ ბევრი ტრავმა და აღზევება მიიღო, ნიუ იორკ ნიქსი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გახდა.

ნიუ იორკმა მოიგო ზედიზედ 8 ჩეხვა. და, ნიქსს 33:27 აქვს. არარეალური შედეგი ამ შემადგენლობისთვის.

ნიქსი დამარხეს სეზონის დაწყებამდე. ბრექი ვარსკვლავი, სადისტი მწვრთნელი და ჩვეულებრივი ახალბედები. ცუდი მიქსი.

და, გუნდი რეგულარულის შემდეგ რამდენიმე ინდივიდუალური პრიზით უნდა დარჩეს. ნიქსმა ეს დაიმსახურა.

ნიქსი დღეს აღმოსავლეთის მეოთხე გუნდია. ატლანტასთან ოვერთაიმის წამოღებით ნიქსმა კიდევ ერთხელ გლიჯა მუშტი სკეპტიკოსებს - მე აქ ვარ და მე მეტი მსურს, ამბობს ნიქსი. და, ნიქსი პირველ წრეში შეიძლება სწორედ ატლანტაზე გავიდეს. საინტერესო სერია უნდა იყოს.

ნიქსი, რომელმაც შარშანდელი სეზონი 21:45 დახურა, არ უნდა იყოს იქ, სადაც დღეს იმყოფება - კონფერენციის ზედა ეშელონში. არანაირად არ უნდა იყოს. ოპტიმისტები ნიქსს მაქსიმუმ, 30 მოგებას აძლევდნენ. 72 მატჩიდან 30 მოგება მშვენიერი შედეგი უნდა ყოფილიყო.

და, ნიქსმა დაგლიჯა.

და, ნიქსი ახლოს არის პირველ ფლეი ოფთან 2013 წლის შემდეგ.

ნიუ იორკის ნომინანტები

 

ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე (და, შეიძლება, MVP)

ჯულიუს რენდლი

რენდლი ნიუ იორკის რკინის კაცი, თორი, ჰალკია. სუპერგმირი, რომელმაც გუნდს მაქსიმუმი მისცა. ფორვარდი, რომელმაც ორი წლის წინ ნიქსთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, პიკზე გადის. ალბათ, გავიდა. რენდლი ბოლო ცენტამდე იმსახურებს ამ დროში ასაღებ 63 მილიონ დოლარს.

რენდლს აკლდა სტაბილურობა დაცვაში და ჯულიუსმა ეს გამოასწორა.

რენდლს აკლდა სტაბილურობა ბურთის ტარების დროს და დღეს, ჯულიუსი ერთ-ერთი გამორჩეული დრიბლიორი-მეოთხე ნომერია.

საშუალოდ 24 ქულა, 11 მოხსნა და 6 (!) პასი. აზრზე ხართ?! 6 პასი! და, 40 % სამიანებიდან. ლიგის ისტორიაში ეს მაჩვენებლები მხოლოდ ერთ მოთამაშეს ჰქონდა.

ლარი ბერდს. და, რენდლთან ერთად, ლარის შედეგზე ნიკოლა იოკიჩიც მიდის.

და, რენდლი ასი პროცენტით მოიგებს ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშის  პრიზს.

და, ჯულიუს მაგრად გაუჭირდება წლის რომელიმე ნაკრებში შესვლა. ფორვარდებისთვის იქ მხოლოდ 6 ადგილია დატოვებული. და, ამ 6 პოზიციაზე მიდიან იანის ანტეტოკუმპო, ლებრონ ჯეიმსი, პოლ ჯორჯი, კავაი ლეონარდი, ჯეისონ ტეიტუმი, ზაიონ უილიამსონი და სხვები.

რენდლი მაინც განსაკუთრებულია.

ის პირველია ლიგაში. წუთებში.

და, ჯულიუსს ჯერ არცერთი (!!!) მატჩი არ გამოუტოვებია. და, ნიქსში ალბათ, ყველაზე დიდი სხვაობაა პირველ და მეორე საუკეთესო მოთამაშეს შორის.