ნიუ იორკ, მიყვარხარ (II ნაწილი)

საუკეთესო მწვრთნელი

ტომ ტიბოდო

ფინიქსს საოცარი სეზონი აქვს. და, ამ სეზონის შემოქმედები არიან კრის პოლი და მთავარი მწვრთნელი მონტი უილიამსი.

იუტაც სვლაზეა და იქ დამნაშავეთა შორის ყველაზე ხშირად რუდი გობერს (საუკეთესო დამცველის პრიზის ფავორიტი) და ქვინ სნიდერს ახსენებნ.

ნიქსი ვერ ადის ფინიქსის და იუტას სტაბილურობაზე, მაგრამ ტომ ტიბოდო მაინც იმსახურებს ამ პრიზის ნომინანტობას. ტიბოდომ ეს გააკეთა.

ნიქსი დაცვაში მეოთხეა. და, ნიქსის წინააღმდეგ სამიანების მხოლოდ 33.8 პროცენტს აგდებენ. საუკეთესო მაჩენებელი.

გუნდი მხოლოდ XXI ადგილზეა შეტევის რეიტინგში, მაგრამ აპრილში გუნდი უკვე ტოპ ათს უახლოვდება. და, ვარსკვლავური უიქ-ენდის შემდეგ ნიუ იორკი საშუალოდ 33 სამიანს ისვრის. მანამდე - 27. სოლიდური პროგრესი. პროცენტი - თითქმის 40. ტიბოდომ აგრესიის დონე გაზარდა.

ნიქსი ტიბოდოს კლასიკური გუნდი გახდა - სადიზმი და უკომპრომისო ჩეხვა დაცვაში.

ყველაზე ნელი ტემპი ლიგაში. ტომს არსად არ ეჩქარება.

ნიქსი აკურატულია შეტევაში და გუნდი ძალიან ცოტა შეცდომას უშვებს.

და, ტიბოდო ამ შემადგენლობის ორკესტრატორია.

 

საუკეთესო შემცვლელი

დერიკ როუზი

ვეტერანი დაბრუნდა და როუზი ასრულებს.

როუზი სოლირებს.

ალბათ, ეს პრიზი იუტას ჯორდან კლარქსონთან წავა. ალბათ, ის ფავორიტია. და, როუზი სერიოზული პრეტენდენტი გახდა.

და, თებერვალში, ნიქსში გადასვლის შემდეგ, როუზი კლავს.

დერიკთან ერთად ნიქსს 17:7 აქვს. საშუალოდ 13 ქულა, 4 პასი, 25 წუთი და 45 პროცენტი თამაშიდან. როუზი ძალიან კარგია. და, ამ რვამატჩიანი წაუგებელი სერიის დროს, როუზი საშუალოდ 16 ქულას (50 %) იღებს. კლასიკა.

დერიკი სადღაც რამდენიმე ხმას მაინც მიიღებს.

 

ახალბედების გუნდი

იმანუელ ქვიქლი

დრაფტის 25- ე არჩევანი ნელ-ნელა უმატებდა და დღეს, ნიქსის მეორე ხუთეულის უცვლელი წევრია. და, ნიქსის ფანები აღარ იხსენებენ დრაფტის იმედგაცრუებას, რომელსაც ობი ტოპინი ჰქვია.

ქვიქლი საშუალოდ 11.8 ქულაზე ავიდა. 38 % სამინიდან და 89 % საჯარიმოს ხაზიდან.

ქვიქლი ვერ გადაუჯოკრავს ტაილიზ ჰალიბერტონს, ლამელო ბოლს, ენტონი ედვარდსს, მაგრამ ის აუცილებლად შევა ახალბედების მეორე ხუთეულში.

 

და, აუცილებლად უნდა გაიხსენონ წლის აღმასრულებლის პრიზზე ლეონ როუზი. ეს გუნდი მისი შექმნიია.