ლებრონს პრობლემები აქვს

ლეიკერსის ვარსკვლავი ჯერ ისვენებს. ენტონი დევისი დაბრუნდა, მაგრამ გუნდმა ვერ აკრიფა.

და, ლებრონი უნდა დაბრუნდეს. და, მოქმედი ჩემპიონები მოუმატებენ. ტიტული დასაცავია.

და, მანამდე ჯეიმსს სხვა პრობლემები აქვს.

ჯეიმსი პოლიტიკური განცხადებებით ამძიმებს თემას. ლებრონი ატიურად იცავს შავკანიანებს. ლებრონი ამ გენერაციის ჟანა დ’არკია. და, თუ ჯეიმსი ოდნავ არ დააგდებს ტემპს, მისი იმიჯი დაიწვება.

ჯეიმსმა დაატვიტერა 16 წლის აფროამერიკელის, მაკაი ბრაიანტის მკვლელობაზე. კოლამბუსში (ოჰაიოს შტატი) გოგონა თეთრკანიანმა პოლიციელმა ნიკოლას რირდონმა მოკლა. ესროლა, დააგდო. ჯეიმსმა გამოაქვეყნა რირდონის ფოტო წარწერით, „შენ შემდეგი ხარ“, მაგრამ მოგვიანებით მოტეხა ტვიტი.

და, ქალაქ დელიში მდებარე ბარ Linnie’s მფლობელმა აღნიშნა, რომ მის ბარში დაიხურა NBA-ს მატჩები. თუ საუკეთესო კალათბურთელი გაურბის პრინციპულობას, ბარი უარს ამბობს ამ ლიგის ჩართვაზე.

ლებრონს მაგრად გაეცინა და მეფემ ერთხელაც დაატვიტერა - არადა, დღეს ამ ბარში ლეიკერსის თამაშის სანახავად მივდიოდი. ლებრონის მხრიდან არა საუკეთესო სვლა.

 

*****

 

მოგვიანებით ლებრონს პოლიტიკურმა აქტივისტმა ქენდის ოუენსმა გლიჯა. ქალბატონმა ლებრონი სიცრუეში, ორპირობაში დაადანაშაულა.

ოუენსი: ლებრონ, შენ ცხოვრონ ბელ-ეირზე. სახლში, რომელიც 100 მილიონი დოლარი ღირს. ამ სახლს თეთრკანიანები იცავენ. და, ლებრონი აქტიურად არის ჩართული თეთრკანიანების წინააღმდეგ კამპანიაში?! ლებრონი სიცრუეს ავრცელებს. ლებრონი ჰაერია! და, ლებრონიც რასისტია. მას არ ადარდებს შავკანიანების ბედი. და, ის არ საუბრობს სიმართლეს. და, სიმართლე არის ის, რომ შავკანიანები შავკანიანებს კლავენ, არ ინდობენ.

უბრალოდ, ლებრონს მხოლოდ საკუთარი, მეფის ტახტი ადარდებს. ის ამ ადგილს უფრთხილდება და ყველაფერზე მიდის, რომ იმიჯი შეინარჩუნოს.

ლებრონმა ეს კომენტარი გაატარა.

და, ლებრონმა კალათბურთზე რომ ისაუბროს, უკეთესი იქნება.

ყველასთვის.

პირველ რიგში - ლებრონისთვის.