შმაგი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონია

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 72 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საუკეთესო შმაგი ბოლქვაძეა. ქართველმა ათლეტმა ფინალში სომეხი მალხას ამოიანი სძლია 4:1 და ოქროს მედალი ირგუნა. 

 

82 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში კი, აივენგო რიკაძემ ასევე სომეხ კარაპეტ ჩალიანს 3:2 სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.