რასის დიდი კუში

ვაშინგტონი ტემპს არ აგდებს. და, ვაშინგტონი ფლეი ოფის გადათამაშებას უახლოვდება. ეს ვაშინგტონის ბედი, მომავალია.

ვაშინგტონმა დასერა კლივლენდი. 119:110.

ზედიზედ მერვე მოგება.

და, გუნდმა 2001 წლის შედეგი გაიმეორა. ის ვაშინგტონი საკაიფო ბანდა იყო. ბევრი საინტერესო შემსრულებლით.

იმ ვაშინგტონში მაიკლ ჯორდანი სოლირებდა.

ვაშინგტონი მშვიდად შედის გადათამაშებაში. და, შანსია, რომ ვაშინგტონი  ფლეი ინში მერვე ნომრად დაჯდეს. გუნდი თითქმის იდეალურ კალათბურთს თამაშობს.

 

ვაშინგტონი (28:33) უახლოვდება შარლოტს (30:30). დარჩენილ დროში ამ ჰანდიკაპის ამოქაჩვა რთული, მაგრამ - რეალურია.

 

ბრედლი ბილმა კლივლენდთან აკრიფა - 33 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი.

რასელ უესთბრუქმა ვერ ხია სამმაგი დუბლი, მაგრამ მაინც ეფექტური იყო - 14 ქულა, 11 პასი, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა. რასის და ბილის წყვილი კლავს და დღეს უკვე არავინ არ იხსენებს ჯონ უოლს, რომელიც რასამდე გუნდის ბოსი, პირველი ვარსკვლავი იყო.

ვაშინგტონში ახალი ერა დაიწყო და ეს სამმაგი დუბლების ერაა.

ვაშინგტონში რასელ უესთბრუქის კალათბურთი მიდის.

და, გუნდი იგებს.

რასი დიდი კუშია.