იუვენტუსმა კვარაცხელიაზე უპირატესობა მოიპოვა და მილიონები გაამზადა

არახალია, რომ ხვიჩა კვარაცხელიათი რამდენიმე გრანდია დაინტერესებული, მათ შორის ტურინის იუვენტუსი. Juventusnews24.com-ის ინფორმაციით, ხვიჩასთვის ბრძოლაში იუვენტუსი ფავორიტი გახდა. ტურინელები მზად არიან ყაზანის რუბინს ქართველი შემტევის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადონ. 

 

შეგახსენებთ, რომ ხვიჩასადმი ინტერესს ლივერპული სევილია, მილანი და ნაპოლიც იჩენენ. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის კახა კალაძის თქმით, მას პირადად ესაუბრნენ პაოლო მალდინი და ჯენარო გატუზო და 20 წლის შემტევზე აზრი ჰკითხეს. 

 

კვარაცხელია ამჟამად ტრავმირებულია. მიმდინარე სეზონში მან რუბინის მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. საქართველოს ნაკრებში მის ანგარიშზე 8 მატჩი და 3 გოლია.