სიხარბის კოცონი

 

 

 

 

 

 

 

გაგრძელება. დასაწყისი იხილეთ აქ

დიდი კლუბები, აი, ესენი ვინც თავიანთ ლიგას აარსებენ, სინამდვილეში საერთაშორისო კოორპორაციებია და თუმცა ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ფანობის მასა, ეს მაინც მიმავალი სამყაროა. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ჩინეთში მანჩესტერ იუნაიტედის მრავალ ათასჯერ მეტი მაისური იყიდება, ვიდრე მანჩესტერში. რაღა ჩინეთში, მსოფლიოში. ფეხბურთი თავიდან ბოლომდე ვაჭრობაა, ოღონდ ფეხბურთელებიც სჭირდება.  

პანდემიის გამო ეს დიდებული თამაში (ბრაზილიური გამოთქმაა - დიდიმ უწოდა ფეხბურთს ჟოგუ ბონიტუ - და ინგლისელმა წამყვანმა ჯეიმს ჰოლმა მოსდო მსოფლიოს. თუმცა მანამდე, ასევე ინგლისელმა ჰერბერტ ბეიტსმაც ასე მოიხსენია ფეხბურთი, მერე კი პელემ დაარქვა თავის წიგნს) კი საერთოდაც საბრძოლო ვარჯიშს ემსგავსება. გასაკვირი არააა, რომ ევროპის სუპერ ლიგის გამოცხადება სწორედ უმაყურებლო დროს ხდება.

 

Super NO': European sport papers send clear message to Super League clubs

 

სამაგიეროდ,  ფეხბურთში გაუგონარი ფული ტრიალებს. ცოტ-ცოტათი ყველა მდიდრდება, დიდი კლუბები კი საერთოდ. სუპერლიგის არსიც ესაა, რომ ცალკე სამყარო შეიქმნას. ანუ ალბასეტე, ბელენენსეში, ბოხუმი, გლოსტერი და სხვა ასეთები სადღაც ეყარონ და ჩვენ ვუყუროთ და ველოდოთ როდის დაანებებს თამაშს თავს რონალდუ. მაგრამ თუ ბოხუმში ვცხოვრობ, რატომ? იმიტომ,რომ დიდებს მეტი ფული უნდათ? ფული ყველას უნდა, მაგრამ იმათ მილიონჯერ მეტი. ამას კი, ფეხბურთის გადარჩენას დაარქმევენ, თუ სხვა რამეს, ცხადია, სისულელეა.

ყველაზე კარგი გაძეტა დელო სპორტის სათაური იყო: იუვე, ინტერი და მილანი: სიხარბის კოცონი.

ეს თავიდან ბოლომდე ფულზეა. ამ ლიგის გარდა ყველაფერი დარჩება როგორც ამერიკის სამოყვარულო, ან მდაბალი პროფესიული ლიგები,ანაც სტუდენტური (ამას კიდევ რა უჭირს), ან საერთოდ ისე, როგორც ამერიკის მეიჯორ ლიგაა ფეხბურთში.

ერთი რამეცაა: ფეხბურთში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ძალიან გაუფასურდა ამხანაგური თამაშის ცნება. ის გავარჯიშების, მწვრთნელის აზრთა შემოწმების რამედ იქცა. მანამდე კი, ფეხბურთში ამხანაგური ისე იყო, როგორც დღეს რაგბიში ტესტია. ინგლისმა რომ უნგრეთთან 3:7 წააგო ამხანაგური თამაში ძველ უემბლიზე 1953 წლის 25 ნოემბერს, ლამის გადატრიალებას უდრიდა. ასე იყო კლუბებს შორისაც. ევროთასებმა და სანაკრებო შესარჩევებმა თანდათან მოკლა ეს ამბავი. ინგლისი კი ინარჩუნებდა ამხანაგურის ერთგვარ არაამხანაგურობას მსოფლიო ჩემპიონების მოწვევის ტრადიციით, მაგრამ 80-იან წლებში ესეც მოკვდა, როგორც ბრიტანეთის გაამხანაგურებული ჩემპიონატი. ჰოდა, ევროპის სუპერლიგა ძველი ამხანგურობის პრინციპის ერთგვარ დაბრუნებასაც ცდილობს, ფეხბურთის იმ უძველს პრინციპთან ერთად, რომლითაც მუშებმა გაიმარჯვეს არისტოკრატებზე და რაც რაგბიში საუკუნით გვიან მოხდა, ის 19-ე საუკუნეში მოახერხეს.

ეს არის ფულზე თამაში. ფეხბურთი პროფესიული იმიტომაა, რომ უბრალო ხალხის კლუბებმა არისტოკრატების კლუბებს აჯობეს და ფულზე თამაში, ანუ პროფესიონალიზმი გადააფარეს იმათ მოყვარულობას და მხოლოდ სპორტულობისთვის თამაშს. მოკლედ, ახლა პროფესიონალიზმის პროფესიონალიზმი დაიგეგმა. 

 

Super League LIVE: Manchester United resignation, teams withdraw as Gary  Lineker nails the mood - Leeds Live

 

მთელს ამ ამბებში, კი მგონი, ის ვინმე უნდა გავიხსნეოთ, რომელმაც ამ სამოც წლის წინათ ისეთი რამეები მოიგონა, რომ სამუდამოდ შეცვალა ფეხბურთი და მისი გარეშემო ამბები.

ერთხელაც, კრეივენ კოტეჯზე აღმოვჩნდი, სადაც ფულემი ჩელსის მასპინძლობდა და ეს განსაკუთრებული სტადიონი გადაჭედილი იყო. თამაშის დაწყებამდე, გვირაბიდან ერთი გამხდარი, საგაზაფხულო კოსტუმში ჩაცმული კაცი გამოვდა, ტერასების გასწვრივ გამოყვა ნახევარი მოედნის კიდეს და პატარა ლოჟაში ავიდა. სანამ მოდიოდა, ერთი ამბავი ატყდა, ტაშისცემა და შეძახილები, კაციც ნაჩქარევად იქნევდა ხელს მოსასალმებლად. „ჯიმი ჰილი, ჯიმი ჰილი.., ჰეი, ჯიმი,როგორ ხარ?“- ძირითადად ასეთი შეძახილები იყო. მე რომ იმ ქვეყნაში კარგად მვხვდი, ჯიმი ჰილს საფეხბურთო შაბათის დღის მატჩის წაყვანაზე თავი უკვე კარგახნის მინებებული ჰქონდა. ცნობილი კაცი იყო, ფეხბურთის რამეების გადაფურცვლა არ დაგეზარებოსა და თუ ერთხელ ნახავდი, არც დაგავწყდებოდა - განსაკუთრებული ნიკაპის და სრულიად ძველებური აგებულების გამო.

მაშინ კი არ ვიცოდი და ახალგაზრდობაში ფულემის ფეხბურთელი ყოფილიყო, სადაც ყველა პოზიციაზე ეთამაშა მეკარეობის გარდა. 50-იანი წლები, სხვა თამაში, სხვა თავდადება და ასე დაუსრულებლად.  ტელეეკრანიდანაც მახსოვდა,  შორდან კი,  ასე უცებ ვერ ვიცანი. იმხანად ფულემის პატრონი მუჰამედ ალ ფაიედი იყო, ჯიმი კი სტუმრად მოსულიყო დასავლეთ ლონდონის ყველაზე ნამდვილ დერბიზე. ფულემის გულშემტკივრებს ძალიან უყვარდათ.

ეგებ, არა მხოლოდ იმიტომ რომ ოდესღაც კლუბისთვის დადო თავი, ანდა ორ ათეულ წელიწადს დღის მატჩის წამყვანი და მომგონი ყოფილიყო, რომელიც, მის შემდეგ დეს ლაინემს მიყავდა ახლა კი,  კარგახანია გარი ლინეკერს მიყავს, არამედ იმიტომაც, რომ ეს იყო კაცი, რომელმაც ინგლისური საკლუბო ფეხბურთიც შეცვალა და მერე ევროპისაც.

 

World of sport mourns loss of football legend Jimmy Hill after he loses  Alzheimer's battle - Irish Mirror Online

 

ჯიმი ჯერ ჯარში მსახურობდა, მერე მოყვარუალდ იყო რიდინგში, მერე ბრენტფორდში კვირაში შვიდგირვნაქიანი ხელფასით, მერე კი ფულემში მოხვდა. 12 წელიწადს იყო პრფესიონალი ფეხბურთელი, სამასამდე თამაშზე გავიდა და იმ დროის მოთამაშეთაგან ის გამოარჩევდა, რომ პროფესიული ფეხბურთის განვითარების შესახებ იდეები ჰქონდა, რასაც წერდა კიდეც ფეხბურთის ასოციაციას. ისეთი  კაცი იყო, რომ ფეხბურთელებს მისი სჯეროდათ და ამიტომ, მათი ერთგვარი პროფკავშირის მეთაურიც გამოდგა...

გაგრძელება იქნება...