რუსთავს ახალი თავი ეყოლება

რუსთავის სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებია. გუნდს გიორგი შაშიაშვილი ვერ გაწვრთნის, რადგან პროლიცენზიას არ ფლობს.

მოთხოვნებიდან გამომდინარე, ეროვნული ლიგა 1–ის კლუბები ვალდებულნი არიან, მთავარ მწვრთნელად უეფას პროლიცენზიის მფლობელი სპეციალისტი ჰყავდეთ.

 

რუსთავის დირექტორმა ბადრი მაჭავარიანმა ეს საკითხი განმარტა. ამასთან, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ კლუბი ბადრი კვარაცხელიას შესთავაზებს მწვრთნელის პოსტს. კვარაცხელია არაერთ ქართულ გუნდში მუშაობდა, ბოლოს შარშან იყო სამტრედიაში. ადრე აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგის გუნდებსაც თავკაცობდა. 

 

შეგახსენებთ, შაშიაშვილი წლეულს დაინიშნა რუსთავის თავკაცად და მალევე მოუწია თანამდებობის დატოვება. 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.