ლებრონ ჯეიმსი გაიყიდა

ბოლო დღეებში ლებრონ ჯეიმსი ყველაზე განხილვადი პერსონაჟია. იდეაში, თითქმის ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ბოლო დღეებში - განსაკუთრებით.

და, ლებრონი სერიოზულად გაიყიდა. უნდა იყიდებოდეს. ლებრონი მეფეა.

 

PWCC Marketplace-ს დახმარებით, ლებრონ ჯეიმსის იშვიათი ქარდი 5.2 მილიონ დოლარად გაიყიდა.

 

ახალი რეკორდი. ქარდების ბიზნესში. მყიდველის ვინაობა უცნობია.

როიალური ქარდი ეკუთვნის Upper Deck Exquisite-ს. თარიღი - 2003/2004 წლების სეზონი. და, სრული კაიფისთვის, აღნიშნულ ქარდზე ლებრონის ავტოგრაფია.

ლებრონი თავიდანვე მეფე იყო. უბრალოდ, ტახტის ასაღებად რამდენიმე სეზონი მაინც დასჭირდა. როგორც ხდება ხოლმე რა...

Action Network-ი წარმომადგენლის, მისტერ დარენ როუელის თქმით, ლებრონის ქარდმა ყველა დროის რეკორდი გაიმეორა.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა ლეგენდარული ბეისბოლისტის, მიკი მენტლის ქარდი, რომელიც 1952 წელს ასევე 5.2 მილიონად გაიყიდა. ინფლაციების და მთელი ამბების გათვალისწინებით, მენტლის ქარდი უფრო ფასობს.

და, ლებრონის ფასი აიწევს.

მანამდე, ჯეიმსი რეაბილიტაციას დაასრულებს, კდიევ ბევრ სისულელეს იტყვის და ლეიკერსს ტიტულის შენარჩუნებაში დაეხმარება.

როგორც ხდება ხოლმე რა...