კვარაცხელია და ინგლისი - ხვიჩას პრემიერლიგაში თამაში რეალურია

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება. ახალი ინფორმაციით, მისი დამატება ლიდს იუნაიტედს სურს. Football Fancast-ის ცნობით, გუნდის სპორტული დირექტორი ვიქტორ ორტა ხვიჩას აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. 

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა ცნობა, რომლის მიხედვითაც ტურინის იუვენტუსი მზად არის 20 წლის შემტევის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. ლიდსის და იუვენტუსის გარდა კვარაცხელია ლივერპულს, სევილიას, ბაიერნს და ნაპოლისაც დაუკავშირეს. 

 

კვარაცხელია ამჟამად ტრავმირებულია. ამ სეზონში მის ანგარიშზე რუბინის მაისურით 24 მატჩი, 4 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა. საქართველოს ნაკრებში მან 8 მატჩი ჩაატარა და 4 ბურთი შეაგდო.