როცა მესიმ მადრიდი აიღო - 10 წელი ერთ-ერთი საუკეთესო გოლიდან (ვიდეო)

ზუსტად 10 წლის წინ, 2011 წლის 27 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2 ფინალური მატჩი გაიმართა. ბარსელონა მადრიდის რეალს ესტუმრა და დაძაბული მატჩი კატალონიელთა სასარგებლოდ 2:0 დასრულდა. ორივე გოლი ლეო მესიმ გაიტანა, რომელიც მატჩს ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა. 

 

განსაკუთრებით გამოსარჩევი მეორე გოლია. მესიმ ბურთი ცენტრში ბუსკეტსთან გაითამაშა და რეალის 5 ფეხბურთელი ისე მოატყუა, თითქოს ბავშვებთან ჰქონდა საქმე. ეს გოლი თამამად შეიძლება შეფასდეს, როგორც ისტორიაში ერთერთ საუკეთესო გოლად. 

 

 

ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 1:1 დასრულდა, ბარსელონამ კი ფინალში მანჩესტერ იუნაიტედს 3:1 მოუგო. ლეომ იმ შეხვედრაშიც აიღო მეტოქის კარი.