რეალი 1:1 ჩელსი [ვიდეო]

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილების პირველი შეხვედრა გაიმართა - რეალმა ჩელსი მიიღო. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ტაიმები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.

 

პირველ ნახევარში, ჩელსი უკეთესი იყო, ტიმო ვერნერს გოლის გატანის ორი კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ერთხელ ბრწყინვალედ კურტუამ ითამაშა, მეორედ კი გერმანელი ბურთს ვერ მისწვდა. 

 

გაიტანა ჩელსიმ. რუდიგერის ბრწყინვალე პასის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ მაუნტი დარჩა, ბელგიელი მოატყუა და ანგარიში გახსნა.

 

მატჩის გამორჩეული ფეხბურთელი კარიმ ბენზემა გახლდათ. გარდა გოლისა, რომელიც მინი-შედევრადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, ფრანგმა საჯარიმოს გარედან ბრწყინვალედაც დაარტყა და ბურთი ძელს გაარტყა.

 

მეორე ტაიმში გუნდებმა სიფრთხილე გამოიჩინეს. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ვარანის თავური იყო, რომელიც კარს მცირედით ასცდა. ანგარიში ისეთია, ყველაფერი ლონდონში გადაწყდება...