ლებრონი დიურანტს უჯოკრავს

ტიტულებით.

აღიარებით.

დომინაციით.

მოგებული ფინალებით.

ლებრონ ჯეიმსი მეფეა. ლებრონ ჯეიმსი რჩეულია. ლებრონ ჯეიმსი მაიკლ ჯორდანს უახლოვდება.

და, კევინ დიურანტი უბრალოდ, კალათბურთის ისტორიაში ყველაზე მკვლელი შემტევია. მხოლოდ ეს. და, ორგზის ჩემპიონიც. და, იმ ორი ფინალის საუკეთესო მოთამაშე. ლებრონს ფინალების სამი ჯეკპოტი აქვს. ლებრონი ამ თემაშიც ორი ჯოკრით ზის.

და, ლებრონი კიდევ ერთი ტიტანის ფავორიტია.

 

მეჯიქ ჯონსონის.

 

ჯიმი ფელონის შოუში მეჯიქს ბოლო სროლაზე ჰკითხეს. ვის მისცემდით ბოლო, მოსაგებ სროლას?

მეჯიქ ჯონსონი: ანუ, ვაგებთ 2 ქულას და რჩება 2 წამი? მაგარი რთული კითხვაა, ჯიმი, მაგარი რთული! კევინ დიურანტი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელია. მაგრამ მე უნდა გავაკეთო იდეალური არჩევანი. მე უნდა მივცე ბურთი ჩემპიონს, დიდ ჩემპიონს. და, მე ავირჩევ ლებრონს.

და, როგორ ფიქრობთ, ყველაზე მაგარი ღიმილის მქონე ადამიანი მარტოა ამ არჩევანშია?

არა, ლებრონი ბოლო სროლაზე იდეალური არჩევანია. ლებრონს ფლეი ოფში ყველაზე ბევრი გადამწყვეტი სროლა აქვს ჩაგდებული. ლებრონი მეფეა.

დიურანტი? უბრალოდ, საუკეთესო შემტევი, მსროლელი. რომელიც მეფეს თავს უხრის.