შაკილ ო’ნილის ბლიცი

კალათბურთი შაკის გასართობი იყო. დიდი ბიჭი თითქმის არ ვარჯიშობდა და დიდი ბიჭი მაგარ დროს ატარებდა.

შაკმა გაიხსენა ლეგენდა.

ლარი ბერდი.

შაკილ ო’ნილი: ლარი ბერდის წინააღმდეგ არ მითამაშია, მაგრამ ლარი მაინც მეზიზღებოდა. უბრალოდ, მშურდა მისი. ლარი იყო ჩვეულებრივი ტიპი, რომელსაც მოედანზე ყველაფერი შეეძლო. ლარი დიდი ჩემპიონი იყო.

ლარის შეეძლო წინააღმდეგობით ჩაგდება. ერთხელ, არ მახსოვს რომელ თამაშში, ლარი ეცემოდა, მაგრამ მოასწრო ბურთის გაშვება და - ურთულესი სიტუაციიდან ჩაგდება. ადრე მეგონა, რომ ლარის უბრალოდ, მაგრად უმართლებდა. მაგრამ დავრწმუნდი, რომ ის ძალიან დიდი იყო. მართლა ძალიან დიდი.

ლარის ყოველთვის მაიკლ ჯორდანის და მეჯიქ ჯონსონის გვერდით, მათთან ერთად ახსენებენ. ეს საუკეთესო გარანტიაა.

 

ზაიონზე

შაკი: ზაიონი არ უნდა ფიქრობდეს ხშირად, არ უნდა იტვირთებოდეს ჩემთან შედარებებით. ეს არ არის ცუდი. როდესაც გადარებენ ლეგენდებს, ესე იგი, შენ უკვე ბევრს მოსწონხარ, ბევრი შენში განსაკუთრებულ მოთამაშეს ხედავს.

ყოველთვის ვცდილობდი, რომ სტაბილურობით ლეგენდებთან შედარების პატივი მქონოდა. ზაიონიც ამ ასაკშია. როდესაც მქონდა 2-3 ცუდი მატჩი, მეგობრები ეგრევე მირეკავდნენ - შაკ, რა ხდება, ქარიმს და ბილს ამდენი ცუდი მატჩი არ ჰქონდათ... აზრზე მოდი!

და, მე აზრზე მოვდიოდი. სხვა გზა არ მქონდა.

 ზაიონს მაგარი სტატისტიკა აქვს (26.9 ქულა, 7.2 მოხსნა, 3.6 პასი). და, ეს სტატისტიკა უკეთესი იქნება.

ზაიონი ჩემზე უკეთესი გახდება.