ნავალოვსკი: დამიჯერეთ, არამეგობრული თამაში იქნება

გიორგი ნავალოვსკი საქართველოს ნაკრებისთის მნიშვნელოვანი ფიგურაა, ამიტომაც უფრო საინტერესოა მისი საკლუბო მომავალი. როგორც ჩანს, გაუგებრობა აღარაა და „ნავალა“ მინსკის დინამოში რჩება. 

 

ყოველ შემთხვევაში, შეკრებაზე გაჰყვა გუნდს და ბელარუსულ პრესასთან საუბარშიც აღნიშნავს – კონტრაქტი მაქვს და არც წასვლის სურვილი გამაჩნიაო.

 

ნავალოვსკი საქართველოს ნაკრებზე და ზოგადად, საქართველოზე საუბრობს, ამდენად, ამონარიდებს გთავაზობთ:

 

–საფეხბურთო ინფრასტრუქტურა საქართველოში უკეთესია თუ ბელარუსში?

 

–საქართველოში განვითარება დაიწყო, ახალ სტადიონებს აშენებენ. ბელარუსში მაინც უკეთესი ჩემპიონატია, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად მუშაობს წინსვლისთვის. უბრალოდ, საქართველოში მხოლოდ ხუთი გუნდია, სადაც ნორმალური პირობებია. აი, სხვა გუნდებში კი ფეხბურთელებს ბუცების საყიდლადაც არ ჰყოფნით ფული...      

 

–სერიოზულად?

 

–დიახ, ასეთი გუნდებიცაა. სტადიონებს აშენებენ. აი, ბათუმში იქნება ახალი არენა. საქართველოში ხელოვნურ საფარზე უკვე აკრძლეს თამაში (ლიგა 1–სა და წლეულს უკვე ლიგა 2–ში – ავტ.)

 

–საქართველო ერთა ლიგის ფლეი–ოფში გავიდა. როგორ აღიქვეს ეს ქვეყანაში – როგორც ყველაზე დიდი გამარჯვება?

 

–დიახ. და იცით, როცა ვერ ვიგებდით, როგორ გვიტევდნენ? ახლა კი ისე მოხდა, რომ მხოლოდ ერთხელ ვითამაშეთ ფრე, დანარჩენი კი მოვიგეთ. გულშემატკივრები ჩვენსკენ შემობრუნდნენ.

 

–რა ძალას წარმოადგენს დღევანდელი საქართველოს ნაკრები?

 

–ახალგაზრდული და ძლიერი ნაკრებია, რომელსაც კარგი პოტენციალი აქვს. ახალგაზრდები თუ ბოლომდე მიჰყვებიან, შესაძლოა, ძლიერ კლუბებში მოხვდნენ და კარგ შედეგს მიაღწიონ.

 

–ესპანეთთან ამხანაგურში მოგება უფრო სასიხარულოა თუ ერთა ლიგის ფლეი–ოფში გასვლა?

 

–ფლეი–ოფი. საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე  გასვლის შანსი  გაუჩნდა.

 

–საინტერესოა, რა გაიფიქრე, როცა გაიგე, რომ ფლეი–ოფში ბელარუსი შეგხვდებათ.

 

–გავიფიქრე თანაგუნდელებთან შეხვედრაზე. შესაძლოა, მეგობრების წინააღმდეგ ვითამაშო, მაგრამ დამიჯერეთ, არამეგობრული თამაში იქნება...

 

–საქართველოში ბელარუსის ნაკრებზე რას ამბობენ?

 

–მხოლოდ კარგს ამბობენ. საერთოდ, ქართველი ხალხი მეტოქეზე ცუდად არ საუბრობს. ვნახოთ, რა როგორ იქნება. მარტში შესარჩევი იწყება და ღმერთმა ქნას, იქიდან გავიდეთ ევროპაზე. თუ ასე მოხდა, ბელარუსთან აღარ ვითამაშებთ.

 

–მინსკის დინამოში თანაგუნდელებთან თბილი ურთიერთობა გაქვს. ბელარუსის გუნდებში ხშირად ხუმრობენ ახალწვეულებთან, სხვადასხვა ამბებზე ემასხრებიან. შენ როგორ გეხუმრნენ?

 

–არანაირად.

 

–რატომ? უხეში ქართველი არ გამოდგე, ამის ეშინიათ?

 

–არა, საშიში რა არის?! ქართველები იკბინებიან? რატომ ჰგონია ხალხს, რომ ქართველებთან ხუმრობა არ შეიძლება... მე თვითონაც ბევრს ვხუმრობ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.