მარსელო ჩელსისთან არ ითამაშებს - ბრაზილიელი არჩევნებზე მიიწვიეს

მადრიდის რეალის მცველი მარსელო ჩელსისთან განმეორებით 1/2 ფინალურ მატჩს გამოტოვებს. საქმე იმაშია, რომ 4 მაისს მადრიდში არჩევნებია, ბრაილიელი კი სამეთვალყურეო კომისიშია მიწვეული. მადრიდის რეალი ცდილობდა მისი ლიდერი არჩევნებიდან გაენთავისუფლებინდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. 

 

არჩევნები 4 მაისსაა ჩანიშნული, მატჩი კი 5 რიცხვშია, თუმცა კორონავირუსისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო, მარცხენა მცველი ლონდონში გადაფრენას ვეღარ მოასწრებს. 

 

შეგახსენებთ, რომ რეალსა და ჩელსის შორის პირველი მატჩი მადრიდში გაიმართა და 1:1 დასრულდა. ანგარიში კრისტიან პულიშიჩმა გახსნა, კარიმ ბენზემამ კი გაათანაბრა.