Tuttomercatoweb კვარაცხელიაზე: გლადბახი და სევილია ფავორიტები არინ

პოპულარული იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს. იტალიელთა თქმით, იუვენტუსს, ატალანტას და მილანს ხვიჩასთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ. აღნიშნულ საიტზე ისიც დაიწერა, რომ ჩვენებურისადმი ინტერესს სევილია და გლადბახიც იჩენენ და ისინი ხვიჩასთვის ბრძოლაში ფავორიტები არიან. 

 

"ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვრაცხელია, რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა. ყაზანის რუბინი მის სანაცვლოდ 18-20 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა კოვიდის გამო გართულებული ფინანსური პრობლემებიდან გამომდინე,, გუნდი მას შესაძლოა 12 მილიონადაც შეელიოს. კვარაცხელიათი ბევრი გუნდი ინტერესდება, მათ შორის იტალიური კლუბები, თუმცა იუვენტუსს, მილანს და ატალანტას ოფიცილური წინადადებით არ მიუმართავთ. სამაგიეროდ აქტიურობენ გლადბახი და სევილია, ისინი ხვიჩასთვის ბრძოლაში ფავორიტები არინ."-წერია იტალიურ საიტზე. 

 

კვარაცხელია ამჟამად ტრავმირებულია. ამ სეზონში მის ანგარიშზე რუბინის მაისურით 24 მატჩი, 4 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა. საქართველოს ნაკრებში მან 8 მატჩი ჩაატარა და 4 ბურთი შეაგდო.