რუსეთი და ესპანეთი მივიღეთ

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ ჯეკპოტი მოხსნა.

თბილისში სოლიდური ტიპები ჩამოდიან.

ჩამოვყაროთ.

 

A ჯგუფი (თბილისი): ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, საქართველო, ბელგია, ბულგარეთი.

B ჯგუფი: საფრანგეთი, ლიტვა, სლოვენია, გერმანია, უნგრეთი, ბოსნია.

C ჯგუფი: საბერძნეთი, იტალია, ხორვატია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი.

D ჯგუფი: სერბეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ფინეთი, ისრაელი, ჰოლანდია.

 

ტურნირი 2022 წლის 1-18 სექტემებრს ჩატარდება. 4 ქვეყანაში - საქართველო, ჩეხეთი, გერმანია, იტალია.

1/8 ფინალში თითო ჯგუფიდან 4 საუკეთესო გადის.

და, ფლეი ოფის ყველა გარჩევა იქნება ბერლინში.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2021-ში უნდა დაგვეწყო. პანდემიამ ერთი წლით დაგვასვენა. 2022-ში წამოიღებს. თბილისში რამდენიმე სერიოზული ნაკრები ჩამოდის.

 

ესპანეთი  - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი. ნაკრები მოხუცი ვარსკვლავებით, პროფესორებით და საინტერესო ახალგაზრდებით. ჯგუფის მთავარი ფავორიტი. დომინანტი.

რუსეთი - ნაკრები ვარსკვლავის გარეშე (ალექსეი შვედი ნაკრებში აღარ ითამაშებს). და, ნაკრები, რომელიც დისციპლინით იგებს. რთული იქნება. მაგარი რთული.

თურქეთი - ახალგაზრდები ცვლიან ძველებს და ახალგაზრდები ამერიკაში გამოცდილებას იღებენ. პლიუს, ევროლიგაზე თამაში. პლიუს, თავმოყვარეობა და მიმწოლი ხასიათი.

ბელგია და ბულგარეთი - ორივე უნდა გადავიმტვრიოთ და ეს არ არის ბრმა პატრიოტიზმი.

საქართველო ბერლინში აუცილებლად ჩავა.

დანარჩენი, ცოტა მერე გავარჩიოთ.