ზივზივაძემ მოედანზე შესვლიდან 30 წამში გაიტანა (ვიდეო)

უნგრეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ფერეჰვარი, რომლის ღირსებასაც ბუდუ ზივზივაძე იცავს, მტკ-ს ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ერთი გოლი სწორედ ჩვენებურის ანგარიშზეა. ზივზივაძე თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო და მოედანზე შესვლიდან დაახლოებით 30 წამში შეაგდო. 

 

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ფერეჰვარში შარშან ზაფხულში მეზოკოვეშდიდან გადავიდა. ამ სეზონში მის ანგარიშზე 35 მატჩი და 11 გოლია.