კოტე ტუღუში: იოლ ჯგუფს არც ველოდებოდი

კოტე ტუღუში ბევრი კარგი სეზონით საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო. ასისტენტი იგორ კოკოშკოვთან. კარგი, აუცილებელი გამოცდილება, რომელიც ახალგაზრდა სპეციალისტმა საკლუბო დონეზე გამოიყენა.

კოტეს გუნდები ყოველთვის სწორ, საინტერესო, მწვრთნელის კალათბურთს თამაშობდნენ. ქაოსის გარეშე.

 

კოტე დღესაც ქუთაისში მუშაობს. კოტე დღესაც ბევრს იგებს და ამ სეზონშიც ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

 

კოტეს ევრო-2022-ის ჯგუფურ ეტაპზე დაველაპარაკეთ. საქართველო ესპანეთის, თურქეთის და რუსეთის ჯგუფში მოხვდა.

კოტე ტუღუში: იოლ ჯგუფს არც ველოდებოდი. მარტივი მიზეზის გამო - ევროპის ჩემპიონატზე იოლი ჯგუფეფი არ არსებობს. ყველა ჯგუფი თავისებურად რთულია. ჩვენი ჯგუფი - რა თქმა უნდა, ესპანეთი ფავორიტი. ფავორიტი იყო ბევრი წლის განმავლობაში ევროპაში, მსოფლიოში. შესაბამისად, ფავორიტია, ამ ჯგუფშიც. შეიძლება, ესპანეთის ნაცვლად, საბერძნეთი უკეთესი ყოფილიყო. რუსეთი ამ ჯგუფს დამატებით მუხტს მატებს, ჩვენთვის - ემოციურს. თურქეთს გადახალისებული, მაგრამ ძალიან საინტერესო ნაკრები ეყოლება. და, რთულია, ბელგიას და ბულგარეთს აუტსაიდერები რომ ვუწოდოთ. მოკლედ, მაგარი მატჩები გველოდება. მჯერა ჩვენი წარმატების.