ბექა წივწივაძე: ყველასთან მოსაგებად ვითამაშებთ

კავკასია სუპერლიგაში გადასასვლელი მატჩებისთვის ემზადება. ბათუმთან. გუნდი ვარჯიშობს, გუნდი საუკეთესო კონდიციებში უნდა შევიდეს. ბათუმთან მარტივი აქ იქნება.

და, პროცესში, კავკასიის მთავარი მწვრთნელი ბექა წივწივაძე ევროპის ჩემპიონატზე და საქართველოს ნაკრების ოპონენტებზე დაგველაპარაკა. ვუსმენთ ბექას.

ბექა წივწივაძე: ქართული კალათბურთი ყოველდღიურად ვითარდება და, თამამად შეიძლება თქმა, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატის ღირსეული მასპინძელი იქნება.

 

ჯგუფზე

ბ.წ: რთული ჯგუფი შეგვხდა. გამოცდილი მოწინააღმდეგეები. ესპანეთი, რომელიც არა მხოლოდ ჯგუფის, მთლიანად ჩემპიონატის ფავორიტია. რუსეთი, რომლის მოთამაშეები ვითიბის უძლიერეს ტურნირში თამაშობენ. რუსეთს ევროპაში ბევრი გამორჩეული კლუბი ჰყავს. იგივე შეიძლება ითქვას თურქეთზეც. არ იქნებიან ხელწამოსაკრავი ნაკრებები ბელგია და ბულგარეთი.

 

პერსპექტივაზე

ბ.წ: ყველა თამაში რთული, დაძაბული იქნება. იმედი მაქვს, ჩვენი ყველა მოთამაშე ჯანმრთელი მივა ტურნირამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ ვითარებაში, განსაკუთრებით. ამ შემთხვევაში, ყველასთან გვექნება მოგების შანსი.

 

ნაკრებზე

ბ.წ: ჩვენ გვყავს შეკრული, ტურნირზე ერთ-ერთი პესპექტიული ნაკრები. ეს ილიას ზუროსის და გუნდის კაპიტნის დამსახურებაა. ისევე, როგორც - ყველა მოთამაშის. იმედი მაქვს, პანდემია წარსულში იქნება და ჩვენი ერთგული გულშემატკივარიც მხარს დაგვიჭერს.