ლა ლიგა... ჩემპიონობა არავის არ უნდა!

რა ხდება ესპანურ ლა ლიგაში? ოთხ გუნდს აქვს ჩემპიონობის შანსი და თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან ქულების დაკარგვაში.

 

ცნობილმა კარიკატურისტმა ომარ მომანიმ ინსტაგრამზე თავისი ნამუშევარი ასე დაასათაურა: „არავის არ უნდა ჩემპიონობა“.

 

აი, სევილიას უნდა, ზედიზედ იგებს. სამი ფავორიტიდან კი ვერავინ ვერ იგებს. ბარსელონამ, ატლეტიკომ და რეალმა ქულები გაფანტეს.

 

5 ტური დარჩა და ქულებში ასეთი სიტუაციაა: ატლეტიკო 73, რეალი 71, ბარსელონა 71, სევილია 70.