ვერ გავალთ? წავალ

ერლინგ ჰოლანდი კვლავაც რჩება ევროპული ფეხბურთის ერთერთ მთავარ ნიუსმეიკერად. 

20 წლის ნორვეგიელი გოლეადორი მზად არის ამ ზაფხულსვე დატოვოს დორტმუნდი , თუ გუნდი ვერ მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს. ჯერჯერობით კი დორტმუნდელები 31 ტურის შემდეგ მოპოვებული 55 ქულით მეხუთე ადგილზე არიან.

 

Erling Haaland: Just how brilliant has the Borussia Dortmund's star first  year been?

 

რაც შეეხება ჰოლანდის პირად მონაგარს, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჯამში გამართულ 38 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა. მისი კონტრაქტი 2024 წლამდეა გათვლილი, მაგრამ თუ მსურველი გამოჩნდა, 110 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. იმის გათვალისწინებით, რომ რეალური მსურველები რეალი და სიტი არიან, თანხის პრობლემა არ იქნება.