საქართველოს ნაკრებს გიორგი თუთაშვილი გამოაკლდა

5-7 მაისს, რუსეთის ქალაქი ყაზანი ძიუდოს  გრანდ სლემის ტურნირს უმასპინძლებს. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა გადაწყვიტა რამდენიმე წონაში დაესვენებინა ლიდერები და მათ ნაცვლად ახალგაზრდებს მისცა თავის გამოჩენის შანსი.

 

 

ვარჯიშზე მიღებული მძიმე ტრავმა მოიშუშა და ტატამს უბრუნდება 2019 წლის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ),

 

66 კგ წონით კატეგორიაში მხოლოდ ბაგრატ ნინიაშვილი გვეყოლება, სამწუხაროდ ნეკნი დაიზიანა და ბოლო წამს გამოაკლდა შემადგენლობას გიორგი თუთაშვილი.

 

73 კგ წონით კატეგორიას გავაორებთ - ტატამზე  ნუგზარ ტატალაშვილი და ლუკა კაპანაძე გვეყოლება.

 

81 კგ წონით კატეგორიაში მორიგი შანსი მიეცემა ვლადიმერ ახალკაცს.

 

ასევე გავაორებთ 90 კგ კატეგორიას - იმედა გოგოლაძესთან ერთად ლუკა მაისურაძე გვეყოლება. ლუკას ბოლო პერიოდში ძალიან უჭირდა წონის კლება და სწორედ ამ მიზეზით აინაცვლა 81კგ - დან 90-ში.

 

100 კგ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე გვეყოლება, ხოლო მძიმეში საბა ინანეიშვილი.

 

საქართველოს ქალთა ნაკრებიდან ერთადერთი წარმომადგენელი გვეყოლება - ტატიანა ლევიცკა შუკვანი 52 კგ წონით კატეგორიაში იჭიდავებს.  

 

კაცები

 

60 კგ ლუხუმ ჩხვიმიანი

 

66 კგ ბაგრატ ნინიაშვილი

 

73 კგ ლუკა კაპანაძე, ნუგზარ ტატალაშვილი

 

81 კგ ვლადიმერ ახალკაცი

 

90 კგ ლუკა მაისურაძე, იმედა გოგოლაძე

 

100 კგ ონისე სანებლიძე

 

+100 კგ საბა ინანეიშვილი

 

ქალები

 

52 კგ ტატიანა ლევიცკა შუკვანი