ლებრონი ჯერ ჟანგიანია

ლეიკერსმა მაგარ სუსტ საკრამენტოსთან 106:110 წააგო. ლეიკერსი ბოლო პერიოდში ბევრ მოსაგებს აგებს.

და, არასტაბილურ, ეზოს მეფეებთან დაბრუნდა ის, ერთადერთი.

 

ლებრონ ჯეიმსი!

 

ლებრონს ჯერ ჟანგი აქვს ჩამოსაყრელი. ლებრონს აკლდა სისწრაფე და აგრესია. ის, რაც ჯეიმის არსენალშია.

16 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი, 5 შეცდომა, ცუდი პროცენტი თამაშიდან (16/6) და 31 წუთი. დრო ყველაზე მთქმელია. ლებრონმა დიდი დრო მიიღო და საკრამენტომ მაინც გადაჯოკრა.

ძირითადის დასრულებამდე ცოტა წამით ადრე, კინგზი 108:106 იგებს. ბურთი მიდის ჯეიმსთან. სროლა...

და, საკრამენტომ მოიგო. ლებრონმა ვერ ჩააგდო. ხდება ხოლმე.

საკრამენტომ საკაიფოდ იყომარა. პირველწლიანმა ტაირიზ ჰალიბარტონმა 23 ქულა დასვა. და, საკრამენტო ფლეი ინში ვერ შევა. ლეიკერსი, თუ კარგად არ მოიქცევა, ფლეი ოფს ფლეი ინიდან დაიწყებს. რეგულარული მალე დაიხურება.

22 მაისს უკვე ფლეი ოფი იხსნება.

ჯეიმსი, რომელსაც ტრავმის გამო 20 მარტის შემდეგ არ უთამაშია, ეგრევე ვერ შევიდა ბრძოლაში. ლებრონმა პირველი ზუსტი სროლა მეოთხედის ბოლოს გაშანსა. ლებრონმა ამ პერიოდში 20 მატჩი გამოტოვა და გუნდმა 8:12 დასვა. მისაღები შედეგი ენტონი დევისის ტრავმის გათვალისწინებით.

ლებრონმა გუნდს აუცილებელი ნდობა და სიმშვიდე უნდა მისცეს. განთესვებისთვის ჩეხვა გრძელდება და ლეიკერსი დღეს (36:27) ოდნავ უსწრებს დალასს (35:27) და პორტლენდს (35:28).

ლებრონთან ერთად ეს ბრძოლა მოსაგებია.

მეფე დაბრუნდა.