ჯეისონი ცოცხალია

და, დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ კინოგმირზე. სადისტი ჯეისონ უორჰიზი ერთ-ერთ პარასკევს, ცამეტ რიცხვში დაბრუნდება.

მანამდე, სისხლის წვიმა ბოსტონ სელტიქსის ლიდერმა დაიწყო.

ჯეისონ ტეიტუმმა.

ბოსტონი აგებს 32 ქულას სან ანტონიოსთან.

და, ბოსტონმა ჩეხვა დამატებით ბრძოლამდე მიიტანა. და, იქ გაძლო, მოიგო, ბევრი ჭრილობით მოიგო. 143:140.

ჯეისონ ტეიტუმმა ისტორია გადაწერა. ლიგის ისტორიაში მესამე ყველაზე მაგარი დაბრუნება ტეიტუმის გარეშე ვერ შედგებოდა.

 

და, ტეიტუმმა 60 ქულა გლიჯა სპერსს. ბოსტონის რეკორდის გამეორება. ლარი ბერდის რეკორდის გამეორება. თეთრი მარტორქა პანთეონში მარტო აღარ არის. იქ ტეიტუმიც აუშვეს.

 

37/20 ზუსტი სროლა თამაშიდან და 10 ქულა დამატებით დროში. ტეიტუმმა დაგლიჯა.

ბერდის რეკორდი 1985 წლით თარიღდება. ატლანტასთან. ლარის უყვარდა ჰოქსი. ლარის იდეაში, ყველა გუნდი უყვარდა. და, ლარი სიყვარულს ამ გუნდების დამცირებით ტოვებდა.

ბოსტონს აკლია სტაბილურობა. ბოსტონს აკლია სიღრმე. ბოსტონს აკლია სიმაღლე. ბოსტონს აკლია ნდობა როტაციის დროს.

უბრალოდ, ბოსტონს ჰყავს ეს ახალგაზრდა.

რომელსაც ყველა გარჩევის წამოღება შეუძლია. ტეიტუმი მონსტრია.

უბრალოდ, ხანდახან, ეს უნდა გაახსენდეს. უფრო ხშირად უნდა გაახსენდეს.

და, სელტიქსიც უკეთ აყომარდება.