ლევანდოვსკი რეალში? - პოლონელის აგენტი პერესს ელაპარაკება...

ბაიერნის ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ამ ზაფხულს შესაძლოა კლუბი შეიცვალოს. 

 

ფეხბურთელით რეალი ინტერესდება. პოლონელის აგენტი, პინი ზაჰავი რამდენიმე სუპერ გუნდს უკვე ესაუბრება. 

 

ბაიერნი ლევანდოვსკის გაყიდვაზე ფინანსური პრობლემების გამო ფიქრობს, რომელიც კლუბს პანდემიის გამო მიადგა. სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს, ამაზე AS წერს და წყაროდ Sky Sport Deutschland-ის ლინკი მოჰყავს.

 

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ მიუნხენელებმა ლევანდოვსკის სანაცვლოდ სხვა წინადადებები უკვე მიიღეს. 

 

პოლონელის დამატება რეალს 2014 წელს სურდა, თუმცა მაშინ ბაიერნმა გაიმარჯვა...