მატიას დე ლიხტის იტალიური ოცნება

მატიას დე ლიხტმა მის ბოლო ინტერვიუში, იუვენტუსის კაპიტნობაზე ისაუბრა. ნიდერლანდელის თქმით, იგი ოცნებობს ერთ მშვენიერ დღეს ბიანკონერის კაპიტანი გახდეს.

 

"იუვენტუსში თამაში ჩემთვის დიდი პატივია. ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. ვოცნებობ ერთ მშვენიერ დღეს იუვეს კაპიტანი გავხდე, თუმცა ეს ჯერ ადრეა. გუნდს ამჟამად 4 კაპიტანი ჰყავს, რომლებიც დიდი ხანია ბებერი ქალბატონისთვის ირჯებიან. ეხლა ჩემი მთავარი მიზანი რაც შეიძლება კარგ ფორმაში ყოფნა და გუნდის დახმარებაა. დანარჩენი მწვრთნელის გადასაწყვეტია."-ციტირეს მე-4 ნომრის სიტყვებს Sky Sport Italia.

 

ნიდერლანდელი მცველი იუვენტუსში 2019 წლის ზაფხულში აიაქსიდან გადავიდა. ამ სეზონში მან 22 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

 

რაც შეეხება იუვენტუსს, სერია ა-ს დასრულებამდე 5 ტურით ადრე ბიანკონერის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა. პირლოს შეგირდები 66 ქულით მე-4 ადგილზე არიან. ამდენივე ქულა აქვთ მესამეზე მყოფ ნაპოლის და მეხუთე ადგილოსან მილანს.