ძველი ბალოტელი და ძველი ბერლუსკონი

ორი ამბავი მონცას გარშემო. ისეთი ამბებია, ღირს ყურადღებად. ძველი ბალოტელი ცოტა ხნით დაბრუნდა. მონცამ სერია ბ-ში გასვლაზე მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო სალერნიტანას, მეოთხე ადგილზეა და სერია ა-ში გადასასვლელად იბრძვის. ბალოტელი მე-80 წუთზე შევიდა შეცვლაზე, როცა ანგარიში 1:1 იყო... ორი გოლი გაიტანა და მონცას 3:1 მოაგებინა.

 

რა მაგარი იყო ბალოტელი, აღარ გავაგრძელებთ.

 

ამბავი მეორე: მონცას პრეზიდენტი, როგორც იცით, სილვიო ბერლუსკონია და 24-დღიანი მკურნალობის მერე გამოწერეს საავადმყოფოდან. ბერლუსკონი 84 წლისაა და კორონავირუსმა დაუტოვა პრობლემები. შარშანაც იწვა კლინიკაში.

 

რა შეხსენება გინდათ, სილვიო მილანის მფლობელი და პრეზიდენტი იყო 1986-2017 წლებში. და რა შედეგებს მიაღწია მილანმა, ზედმეტია მოყოლა...

 

შარშანწინ ბერლუსკონი მონცას პრეზიდენტი გახდა და გუნდი ერთი ლიგით უკვე დაწინაურდა: სერია ც-დან დაიწყო.