მერაბ დვალიშვილმა მომდევნო მეტოქე გამოიწვია

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა, UFC Vegas 25-ზე ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა, მან კოდი სტამანი დაამარცხა.

 

"ბედნიერი ვარ. თავდაუზოგავად ვვარჯიშობ. რა თქმა უნდა გამარჯვება სიხარულს მგვრის, მითუმეტეს როდესაც ეს TOP 15-ის წინააღმდეგ ხდება. დღეს ვაჩვენე რომ ჩემგან მომავალში ბევრად მეტს უნდა ელოდოთ. მე ჩემპიონთან, ალჯო სტერლინგთან, ერთად ვვარჯიშობ. მსურს რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. TOP 10, TOP 5, მე ნებისმიერისთვის მზად ვარ. მე ვინმე დიდს ვიმსახურებ. მე ვიმსახურებ დომინიკ კრუზს, ან რომელიმე ყოფილ ჩემპიონს. მე მშიერი ვარ." - განაცხადა ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში მერაბ დვალიშვილმა