გიგა ჭიკაძემ ლეგენდარული კაბ სვანსონი 1 წუთში დაამარცხა [VIDEO]

გიგა ჭიკაძემ კაბ სვანსონის პირველივე რაუნდში დაფინიშება დაანონსა და შეასრულა კიდეც. ქართველმა ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა, მათგან ბოლო ორი პირველივე რაუნდში. ჭიკაძეს 1 წუთი დასჭირდა, რათა მისი საფირმო Giga Kick შეესრულებინა და ოქტაგონზე დაცემული მეტოქე დაეფინიშებინა. ტანში, გიგას მარცხენა ფეხის ძლიერი დარტყმის შედეგად სვანსონი ძირს დაეცა და ადგომა ვეღარ შეძლო. ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში გიგა ჭიკაძემ სასურველი მეტოქეები დაასახელა - ნინძას მისი წონის ტოპ მებრძოლები, მაქს ჰოლოვეი ან კელვინ კატარი სურს.