ეს ხვიჩას ფასია!.. რუბინმა თანხა დაასახელა

რა ფასად გაიყიდება ხვიჩა კვარაცხელია? ყაზანის რუბინის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ პირდაპირ თქვა...

 

„ხვიჩას 30 მილიონად ვაფასებთ“ - წერს იაროვინსკის სიტყვებს Sports.ru.

 

ჯერჯერობით რაც ცნობილია, იტალიის წამყვანი კლუბების გარდა, კვარაცხელიას მიმართ ინტერესია ბაიერნიდან, დორტმუნდიდან, გლადბახიდან, სევილიიდან, ლიდსიდან, ზენიტიდან...