ვასკესის შესახებ ბაიერნმა გადაწყვეტილება მიიღო

Sport1.de-ს ჟურნალისტის, ფლორიან პლეტტენბერგის განცხადებთ, ბაიერნი ლუკას ვასკესს კონტრაქტს არ შესთავაზებს. 

 

მიუნხენელები მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას ცდილობენ, ვასკესსაც დაეკონტაქტნენ, თუმცა, საბოლოოდ, წინადადებას არ გაუკეთებენ. ესპანელი რეკორდმაისტერისთვის მხოლოდ ერთერთი ვარიანტი იყო. 

 

მიმდინარე სეზონში, ვასკესმა მონაწილეობა ლა ლიგის 24 შეხვედრაში მიიღო, ახლა კი ტრავმირებულია.