დონ ლუკა

დალასი ფლეი ოფის დაწყებამდე უმატებს. უნდა მოუმატოს.

ვაშინგტონი ფლეი ოფის დაწყებამდე ტემპს არ აგდებს. ვერ დააგდებს. დროში ჩაიწვება.

დალასი დასავლეთში მეხუთე-მეშვიდე ადგილებზე პატრულირებს. არის შანსი, რომ დალასი დარჩეს მეხუთეზე.

და, არის შანსი, რომ დალასი ფლეი ინში, დაუნდობელ გადათამაშებაში მოხვდეს. სადაც ლუკა დონჩიჩის მოწინააღდეგე შეიძლება აგხდეს - 1. მოტივირებული მემფისი, 2. სტეფ კარის გოლდენ სტეიტი, 3. უდიდესი გრეგ პოპოვიჩის ცუდი სპერსი. სერიოზული თემაა.

და, ვაშინგტონი მეათე ადგილს უფრთხილდება. ვაშინგტონს ბოლო 14 მატჩიდან 12 ჰქონდა მოგებული.

და, ეს ტესტი დალასმა წამოიღო. 125:124.

 

რასელ უესთბრუქი კარიერის საუკეთესო ფორმაშია.

 

ლუკა - სოლირებს.

და, უესთბრუქმა დალასს 42 ქულა (!) და 10 მოხსნა აარტყა. 9 მოხსნასთან ერთად.

რასი კარიერული სამმაგი დუბლებით უახლოვდება ოსკარ რობერტსონს. რეგულარულის ბოლო 8 მატჩში რასმა 5 ტრიპლ დაბლი უნდა დასვას. მოსულა.

და, დონჩიჩი.

31 ქულა, 20 (!!!) პასი, 12 მოხსნა.

ლუკა გახდა მეოთხე მოთამაშე ლიგის ისტორიაში, რომელმაც მატჩი 30+ ქულით, 20 + პასით დახურა. მანამდე? ოსკარ რობერტსონი, მეჯიქ ჯონსონი და რასელ უესთბრუქი. სერიოზული ტიპები.

22 წლის ლუკამ დაგლიჯა.

და, ყველაზე მაგარი ფაქტი? ლუკამ 39 წუთში მხოლოდ 1 შეცდომა (!!!) დაუშვა.

პლიუს, დალასმა ცხრილში ლეიკერსს გადაუჯოკრა.

ლუკა დონია.