ინტერმა სერია ა მოიგო

სერია ა-ს 34-ე ტურში ატალანტა სასუოლოს ესტუმრა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ამ დაკარგული ქულებიდან გამომდინარე, ინტერი გასპერინის გუნდს 4 ტურით ადრე უკვე 13 ქულით უსწრებს და ნერაძური ოფიციალურად გახდა სერია ა-ს 2020-21 წლების სეზონის ჩემპიონი. მილანელებმა იტალიის ჩემპიონატი მეთვრამეტედ მოიგეს. 

 

ინტერმა სერია ა ბოლოს 2009-10 წლების სეზონში მოიგო, შემდეგ მილანი გახდა ჩემპიონი და მას მერე მუდმივად იუვენტუსი იგებდა სკუდეტოს. 

 

ანტონიო კონტეს შეგირდებმა სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში 25 მატჩი მოიგეს, 7 ფრედ დაასრულეს და 2-ჯერ დამარცხდნენ, გაიტანეს 74 და გაუშვეს 29 გოლი. შეგახსენებთ, რომ წინ კიდევ 4 მატჩია.